ჩვენს შესახებ – კასკო

კასკო არის ავტომობილის დაზღვევის ბრენდი, რომელიც 2014 წლის შემოდგომაზე დაარსდა სადაზღვევო კომპანია ირაოს მიერ.

ავტოდაზღვევის პროდუქტი კასკო, შემუშავდა ევროპაში არსებული ავტოდაზღვევის სისტემის ანალოგზე დაყრდნობით და არის უპრეცენდენტო საქართველოს სადაზღვევო ბაზრისათვის, როდესაც დაზღვევის ტარიფი დგინდება თავად მძღოლის პირად მონაცემებზე დაყრდნობით და არ ეფუძნება ავტომობილის ზოგად მონაცემებს.

ირაოს კასკო ყველასაგან განსხვავებული ავტოდაზღვევის პროდუქტია, როდესაც ტარიფი თითოეული ავტომფლობელისათვის ითვლება ინდივიდუალურად, ხოლო რისკის შეფასება ხდება მძღოლის ასაკის, ავტომობილის მართვის გამოცდილებისა და ჯარიმები მიხედვით. საუკეთესო გამოცდილებისა და ისტორიის მქონე „წესიერ“ მძღოლს ენიჭება ბაზარზე უალტერნატივოდ დაბალი ტარიფი.

გარდა ამისა, მომხმარებელს ასევე აქვს შესაძლებლობა თავად აირჩიოს დაზღვევის ნებისმიერი სხვა კომპონენტი: ფრანშიზა, დამატებითი დაფარვები, ლიმიტები, გადახდის გრაფიკი, იმისათვის რომ შეადგინოს მისთვის მოქნილი და ფინანსურად ხელმისაწვდომი პაკეტი.

ამისათვის ესტუმრეთ ჩვენს ავტოკალკულატორს, გამოგვიგზავნეთ თქვენი განაცხადი ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (+032) 2 949 949.