სადაზღვევო ტერმინები

მზღვეველი - სადაზღვევო კომპანია
დამზღვევი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან.
დაზღვეული – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა.
მოსარგებლე – დამზღვევის მიერ სადაზღვევო პოლისში მითითებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება.
დაზღვეული ავტოტრანსპორტი - პოლისში მითითებული სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება;
საბაზრო ღირებულება - დაზღვევის მომენტისათვის ავტომობილის ღირებულება, რომელიც შეესაბამება იდენტური მონაცემების მქონე სხვა ავტომობილების ღირებულებას.
სადაზღვევო პოლისი – მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის ხელშეკრულების დამადასტურებელი საბუთი, რომელსაც თან ერთვის ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობები და წარმოადგნეს მის განუყოფელ ნაწილს.
სადაზღვევო შემთხვევა – დაზღვეული რისკებით გამოწვეული შემთხვევა, რომლის დადგომისას, წინამდებარე პირობების შესაბამისად, მზღვეველს წარმოეშობა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება დამზღვევის/მოსარგებლის წინაშე.
სადაზღვევო რისკი – მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა.
სადაზღვევო პრემია – თანხა, რომელიც უნდა გადაუხადოს დამზღვევმა მზღვეველს ქონების დაზღვევის საფასურად – დაზღვევის ღირებულება.
გამოუმუშავებელი პრემია - გამოუმუშავებელი პრემია წარმოადგენს სადაზღვევო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ნაწილს (მიუხედავად იმისა, გადახდილი არის თუ არა მზღვეველისათვის პრემია), რომელიც მიეკუთვნება მომავალ პერიოდებს.
დაზღვევის პერიოდი – დაზღვევის მოქმედების პერიოდი, რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისში.
სადაზღვევო თანხა – სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა – მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ლიმიტი. კონკრეტული სადაზღვევო თანხა მითითებულია პოლისში.
ფრანშიზა – სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზარალის ნაწილი, რომელსაც მზღვეველი არ აანაზღაურებს. მიეთითება სადაზღვევო პოლისში. მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი ზარალზე, რომლის ოდენობა არ აღემატება ფრანშიზას, დანარჩენ შემთხვევაში, ყოველი ზარალი ანაზღაურდება ფრანშიზის თანხის გამოკლებით.
პროპორციული დაზღვევა – დაზღვევა, როდესაც მზღვეველი ანაზღაურებს ზიანის ნაწილს იმ პროპორციით, რა პროპორციაც არსებობდა დაზღვევის მომენტისათვის სადაზღვევო თანხასა და დასაზღვევი ქონების საბაზრო ღირებულებას შორის.
სადაზღვევო ანაზღაურება - თანხა, რომელიც წინამდებარე პირობების საფუძველზე, მზღვეველი ვალდებულია აუნაზღაუროს დამზღვევს, წარმოშობილი ზიანის სანაცვლოდ;
უფლებამოსილი მძღოლი – უფლებამოსილ მძღოლად განისაზღვრება ფიზიკური პირი, რომლის ასაკი აღემატება 21 წელს, ფლობს შესაბამისი კატეგორიის მოქმედ მართვის მოწმობას და გააჩნია მინიმუმ 2 წლის მართვის გამოცდილება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მხარეებს შორის არსებობს სხვაგვარი შეთანხმება. უფლებამოსილი მძღოლ(ებ)ი დამზღვევს მითითებული უნდა ჰყავდეს ავტოტრანსპორტის დაზღვევის განაცხადში და წარმოდგენილი ჰქონდეს მათი მართვის მოწმობის ასლები.
ძირითადი მძღოლი - განაცხადში მითითებული უფლებამოსილი მძღოლი, რომელიც უმეტეს წილად მართავს დაზღვეულ ავტომობილს.
იდენტიფიცირებული მესამე პირი - როდესაც დადგენილია ზიანის გამომწვევი, ან სამართალდამრღვევი პირი.